суббота, 12 декабря 2009 г.

შატილი

პროექტის სახელი: შატილი
პროექტის მოკლე აღწერა: ნაშრომისთვის მოვიძიებთ ისტორიულ, ეთნოგრაფიულ მასალებს ხევსურეთისა და ამ კონკრეტული ისტორიული ძეგლის შესახებ.
პროექტის სრული აღწერა: ნაშრომში შევა მასალები შატილის, როგორც ისტ. ძეგლის შესახებ, გაკეთდება ფოტოალბომი, ჩაიწერება ინტერვიუები ამ სოფლის მცხოვრებლებთან ტრადიციებისა და პრობლემების შესახებ, მოგროვდება მასალები ხევსურეთის ეთნოგრაფიიდან{ტრადიციები, კულინარია, ხელსაქმე, იარაღები, ჩაცმულობა და ა.შ. }მოიძიება დღესასწაულ ,,შატილობის,, დაარსებისა და ჩატარების ამსახველი მასალები, ყურადღება იქნება გამახვილებული იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ძეგლი ტურისტებისთვის.{ ჩაიწერება მათთან ინტერვიუები} რამდენად მივიზიდავთ ინვესტიციებს, შესწავლილი იქნება შატილი, როგორც არქიტექტურული ძეგლი, ყურადღება გამახვილდება იმაზე, თუ რამდენად გააღრმავებს ეს ნაშრომი ეროვნულ თვითშეგნებას.
მონაწილეთა ასაკი: 15-17წელი.
ვადების ხანგრძლივობა: 3 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ექსკურსია, ფოტომასალის მოგროვება, ვიდეომასალის მოძიება ინტერნეტში, ეთნოგრაფიული მასალის მოძიება.
მოსალოდნელი შედეგები: სისტემაში მოვა შატილის შესახებ ინფორმაცია, მოგროვდება ფოტო და აუდიომასალა.
სარგებელი სხვებისთვის: ტურისტებისთვის ეს იქნება ერთგვარი რეკლამა, რაც მათ მოიზიდავს, ინვესტიციები შემოვა საქართველოში , დაინტერესებულ პირებს წარმოდგენა შეექმნებათ ამ ისტ. ძეგლზე, უფრო მეტად გააღვივებს ეროვნულ თვითშეგნებას და ტრადიციებისადმი სიყვარულს.
სამუშაო ენა: ქართული
მონაწილეები სხვა სკოლებიდან: შეიძლება ჩაერთონ ადგილობრივი მაცხოვრებლები.
საგნებთანკავშირი
: ქართული, ისტორია, ეთნოგრაფია, ხელოვნება ,ინფორმატიკა, რელიგია, გეოგრაფია, მუსიკა.
პროექტის ფასილიტატორი: ელისო გაბათაშვილი
ფასილიტატორის ელფოსტა: gabatashvilieliso@gmail.com
პროექტის ფორუმი:
პროექტის ვებგვერდი/ბლოკი: gabatashvilielisoblogger.com